"დედაჩემის და ბუკას სიყვარულისმაგვარი არ მინახავს" - რატომ ეჭვიანობდა ეკა მიშველაძის ქალიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე

"დედაჩემის და ბუკას სიყვარულისმაგვარი არ მინახავს" - რატომ ეჭვიანობდა ეკა მიშველაძის ქალიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე

ქართულ შოუბიზნესში რამდენიმე წლის გამოჩენილი ახალგაზრდა სახე მომღერალი მაკო კვიტაიშვილი, სახლში უფროს დასთან ერთად დარჩა მას შემდეგ, რაც დედა, ტელეჟურნალისტი ეკა მიშველაძე, ცოლად პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს გაჰყვა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მაკოს პირველი რეაქცია დედის გათხოვებაზე, როგორც "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, არცთუ მარტივი იყო, მაგრამ შემდგომში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

"დედაჩემის და ბუკას სიყვარულისმაგვარი არ მინახავს, ასეთს ვერავის ურთიერთობაში ვხედავ. როდესაც დავინახე, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი, მივხვდი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც დედა ასეთი ბედნიერი ყოფილიყო".

- თქვენი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობა როგორ აეწყო?

- თავიდან ცოტა ვეჭვიანობდი, მაგრამ ბუკა ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარია. მასთან ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს. ადვილად გავაანალიზე, რომ ჩემი ოჯახის წევრია, ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და რაღაც ვთხოვო. ასე მგონია, ასი წელია ჩვენი ოჯახის წევრია.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია