"მთვარის შუქზე ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ"

"მთვარის შუქზე ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ"

ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ციცინო

კობიაშვილის სპექტაკლი - "კაცები" ვნახე, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს რეჟისორის მეუღლე, მსახიობი თემურ კილაძე ასრულებს. სპექტაკლით ძალზე ვისიამოვნე და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ცოლ-ქმართან ინტერვიუ ჩამეწერა. წყვილს შინ ვეწვიე.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

თემური:

- ახალგაზრდობაში გოგონების მოხიბვლის ათასნაირი მეთოდი მქონდა (ახლა დავბერდი და ასეთ მეთოდებს აღარ ვიყენებ). მაგალითად, ქუჩაში რომ მივდიოდი, ვთქვათ, საზამთროთი ხელში და ლამაზ გოგონას დავინახავდი, გადავუგდებდი ამ საზამთროს, ის დაიჭერდა, გაიცინებდა და ამით ვსარგებლობდი (იცინის).

ციცინო:

- რომ ვერ დაეჭირა ის საზამთრო და თვითონ მოხვედროდა?

თემური:

- არა, აუცილებლად დაიჭერდა... მოკლედ, თეატრალურ ინსტიტუტში "დავლანდე" მშვენიერი, "მარილიანი", ფერხორციანი, ჯანმრთელი ქართველი გოგონა...

- არ მითხრათ, რომ ქალბატონ ციცინოსაც საზამთრო ესროლეთ...

- არა, მას მზერა "ვესროლე". კიბის საფეხური ჩამტვრეული იყო. თვალი გავუშტერე და გავითამაშე, ვითომ, იმ ჩამტვრეულ საფეხურზე ფეხი ამიცდა, ამებლანდა.

ციცინო:

- ახლა ამბობს, რომ ითამაშა, თორემ მაშინ დავიჯერე, რომ ეს ნამდვილად დაემართა.

თემური:

- ჰოდა, იმ კიბეზე რომ ჩავვარდი, მას ლამის ხელებში ჩავუვარდი. ასე გავიცანით ერთმანეთი.

ციცინო:

- ანუ თვალში ჩამივარდა, რადგან მანამდე საერთოდ ვერ ვამჩნევდი.

თემური:

- მე კი პირიქით მახსოვს: შენ შეგიმჩნევივარ და ვიღაცებმა გითხრეს, - ეს პატარა ბიჭი რად გინდაო?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია