რამდენიმე წუთის წინ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ "მეგა შოუს" ახალი სეზონის ჟიურის შემადგენლობაში ლეონარდო დიკაპრიო იქნება.
"კულმინაციური ინფორმაცია. ლეონარდო დიკაპრიო მალე საქართველოში ჩამოვა. სპეციალურად "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის". ის, მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონში მიიღებს მონაწილეობას, ჟიურის ამპლუაში. მოემზადეთ, გრანდიოზული "ცეკვავენ ვარსკვლავები" გელით", - წერია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი აპრილია და ამბები.ge არ გამორიცხავს, რომ ეს კულმინაციური ინფორმაცია საპირველაპრილო ხუმრობა იყოს.