თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები 3-4 წელიწადში "გაიჭედება"

თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები 3-4 წელიწადში "გაიჭედება"

მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებს პრობლემა არ ასცდებათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არ არის გამორიცხული, ტურისტების მზარდ ნაკადს აეროპორტებმა 4-5 წლის მერე ვეღარ გაუძლოს. 20%-იანი ზრდის პირობებში კი თბილისის აეროპორტს პრობლემა მგზავრთა ტევადობის კუთხით, შესაძლოა, უკვე 2017 წელს დაუდგეს.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა იზრდება. 2016 წლის პირველ ორ თვეში მათმა რაოდენობამ 234,347 შეადგინა. "რეზონანსი", ტენდენციის უკეთ შესაფასებლად, მგზავრთა ნაკადის ექვსი წლის მონაცემებს გაეცნო.

"ტავ ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 2010 წელს 822 722 იყო, 2011-ში კი მათი რაოდენობა 28,7%-ით გაიზარდა (1 058 679 მგზავრი).

მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა 2012 წელს და მათმა რაოდენობამ 1 220 832-ს მიაღწია. ტენდენცია მზარდია 2013 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდეც. მაგალითად, 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თბილისის აეროპორტში გადაადგილების მსურველთა რაოდენობამ 1 436 629-მდე მოიმატა, ხოლო 2014 წელს ეს ციფრი 1 574 707-მდე გაიზარდა. 2015 წელს მგზავრთა ნაკადმა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს - 1 847 463-ს მიაღწია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი წლიურად 2,8 მილიონ მგზავრზეა გათვლილი. ექსპერტები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ და პროგნოზიც გააკეთეს. ეკონომიკის ექსპერტის გიგა ბედინეიშვილის გათვლით, მგზავრთა ნაკადის 20%-იანი ზრდა გამტარიანობის პრობლემას უკვე მომავალ წელს წარმოქმნის.

"გააჩნია, რა ტემპით გაგრძელდება მგზავრთა რაოდენობის ზრდა. თბილისის აეროპორტში 2009-2012 წლებში წლიური ზრდა 30-50%-ში მერყეობდა. ბოლო წლებში ზრდა უფრო ნაკლებია, მაგრამ 10-15%-ში მაინც მერყეობს. ასეთ შემთხვევაში, აეროპორტის სიმძლავრე 2-3 წელი საკმარისი იქნება, მაგრამ 20%-იანი ზრდა უკვე 2017 წელს გამოიწვევს გამტარიანობის პრობლემას", - განუცხადა "რეზონანსს" გიგა ბედინეიშვილმა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია