საქართველოში არსებული ყველის უნიკალური სახეობები - რა საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ ყველს

საქართველოში არსებული ყველის უნიკალური სახეობები - რა საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ ყველს

ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველის წარმოება მხოლოდ იმერულის, სულგუნისა და გუდის ყველის დამზადებით შემოიფარგლება, თუმცა წლებია ვრწმუნდებით, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. საქართველო ყველის სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქართული ყველის რუკაზე უკვე 60-მდე სახეობის ყველია.

როგორც ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში აღდგა და განახლდა უამრავი მივიწყებული ტრადიცია და ყველის წარმოების განსხვავებული მეთოდოლოგიებიც დამკვიდრდა. მისი თქმით, სახეობათა მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა.

"ისტორიულად ყველაზე ძველი და ამავდროულად ერთმანეთისგან გემოვნური თვისებებით განსხვავებული ყველის ტიპები სწორედ სამცხე-ჯავახეთში გვხვდება. ეს კუთხე ნამდვილი ყველის საბადოა", -აღნიშნავს ანა მიქაძე.

სულგუნი, იმერული, ტენილი, სვანური ნარჩვი, თუშური სველი და ხმელი კალტი, საქართვეოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ტრადიციული მოთალი - ეს ადგილობრივი ყველის სახეობათა მცირე ჩამონათვალია.

მხოლოდ ჯავახეთში მდებარე ფოკის მონასტერში 16-მდე სხვადასხვა სახეობის ყველი მზადდება. ყველის დამზადების ტექნოლოგიებსა და ტრადიციებზე ALLNEWS.GE-ს ფოკის დედათა მონასტრიდან დედა რაქილი ესაუბრა.

- მხარეში ყველის, მათ შორის ობიანი ყველის წარმოების კულტურა მეცხრამეტე საუკუნეში იტალიელმა კათოლიკე მისიონერებმა შემოიტანეს. ფოკაში რომ ჩამოვედით საცხოვრებლად, გავიცანით ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სახით შემონახული ჰქონდათ ყველის დამზადების კულტურა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეთოდი უფრო დაგვეხვეწა. ყველი, რომელიც დღეს ჩვენთან იწარმოება, ადგილობრივისა და ევროპულის ერთგვარი ნაზავია, თუმცა ჩვენი ტექნოლოგია ევროპულისგან მაინც მნიშვნელოვანად განსხვავდება. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია