რატომ უნდა იყოს ბიჭი უფრო გამხდარი, ვიდრე გოგო - ცნობილი პედიატრი უჭმელ ბავშვებზე

რატომ უნდა იყოს ბიჭი უფრო გამხდარი, ვიდრე გოგო - ცნობილი პედიატრი უჭმელ ბავშვებზე

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა სახლში უჭმელი ბავშვი გყავთ, ან პირიქით, კარგად იკვებება, მაგრამ წონაში არ იმატებს? რატომ უნდა ამოიღოთ ოჯახის რაციონიდან ტკბილეული? როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნე კვებით ჩვევებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემა "პირად ექიმში" მარი მალაზონიასთან ისაუბრა.

უმადობა თუ მშობლის ახირება

დედისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და სადარდებელს უჭმელი შვილი წარმოადგენს. ხშირად ისმის კითხვა ნამდვილად არის უმადობა? თუ ეს მშობელს მიაჩნია ასე? ბევრი ფიქრობს, რაც უფრო მძიმე წონის არის მისი შვილი, მით უფრო ჯანმრთელია. მინდა გითხრათ, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. უმადობა და უმადობის შედეგებიც ისეთივე საზიანოა, როგორც ჭარბი წონა. ვფიქრობ, რომ ბიჭი ნორმაზე ოდნავ დაბალ ზღვარზე უნდა იყოს, გოგო ნორმაზე ოდნავ მაღლა, რადგან ცხიმს აქვს ენდიკრინული თვისებები. ცხიმი არის წყარო ჰორმონების წარმოქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მოზარდობის ასაკში. კაცს არ სჭირდება ზედმეტი ესტოგენები ანუ ქალის ჰორმონები. ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით ბიჭები არ უნდა იყვნენ ჭარბი წონისანი. ნათქვამია, ბიჭს ნეკლები

უნდა ეტყობოდესო და მართალიცაა. მშობელს ძალიან აღიზიანებს თუ ბავშვი ბევრს არ ჭამს, განიცდის უმადობას. მთავარი ის კი არ არის რამდენს ჭამს, მთავარია, როგორ მატულობს, როგორ ვითარდება. განვითარება მხოლოდ წონაში მატებას არ გულისხმობს, ეს არის ფსიქო ემოციონალური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება, სქესობრივი განვითარება (ეს უკვე მოზარდობის პერიოდში). როცა ბავშვი არ მატულობს, დასადგენია, ხომ არ გვაქვს საქმე ე.წ ნუტრეციულდაავადებასთან, კვებასთან დაკავშირებულდაავადებებთან, როგორიცაა ანემია, სხვადასხვა ჰიპოვიტამინოზები, წონის დაქვეითება, ცილის დაქვეითება და ა.შ.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ