"5 წე­ლი მე­ძი­ნა..." - 11 წლის თეკ­ლას უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და 1 დღე­ში ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნი ევ­რო

"5 წე­ლი მე­ძი­ნა..." - 11 წლის თეკ­ლას უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და 1 დღე­ში ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნი ევ­რო

11 წლის თეკ­ლა ჯა­ოშ­ვი­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შ­ვია. ის ფე­ნო­მე­ნუ­რი ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ამ ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას წინ უძღ­ვო­და, ექი­მე­ბის მი­ერ დას­მუ­ლი მძი­მე დი­აგ­ნო­ზი, შვი­ლიშ­ვი­ლის სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მებ­რ­ძო­ლი ბე­ბი­ის სიმ­ტ­კი­ცე, გერ­მა­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 5 წე­ლი და 700 სა­ა­თი ნარ­კო­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. და­ნარ­ჩენს ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვად გვი­ამ­ბო­ბენ. დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თ­ვის მო­მინ­დვია.

თეკ­ლა:

- მუც­ლად ყოფ­ნის დროს ექი­მებ­მა და­მიდ­გი­ნეს, რომ ხერ­ხე­მალ­ზე სიმ­სივ­ნე მქონ­და. 7 თვის ვი­ყა­ვი, რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და 5 წე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში მმკურ­ნა­ლობ­დ­ნენ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე და ღა­მე მე­ძი­ნა. დას­ხი­ვე­ბა, ქი­მი­ო­თე­რა­პია, ოპე­რა­ცია, არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა ჩა­მი­ტა­რეს.

ფეხ­მ­ძი­მო­ბის ბო­ლო თვე­ებ­ში, თეკ­ლას დე­დას ყვე­ლა ექი­მი ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბას ურ­ჩევ­და. ფეხ­მ­ძი­მო­ბის შეწყ­ვე­ტის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ბე­ბია, ნა­ტო ხა­რე­ბა­ვა იყო. ის ნუ­მე­რო­ლო­გი გახ­ლავთ, პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია. სჯე­რო­და, რომ ბავ­შ­ვი იცოცხ­ლებ­და. გერ­მა­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში სწო­რედ მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აღ­მოჩ­ნ­და. მა­შინ­დე­ლი გერ­მა­ნუ­ლი პრე­სა თეკ­ლას შე­სა­ხებ ხში­რად წერ­და. და­ა­ვა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა.

ნა­ტო ხა­რე­ბა­ვა:

- ექი­მე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვ­ლე­ბაო. მე ვამ­ბობ­დი, რომ ბავ­შ­ვი იცოცხ­ლებ­და. თეკ­ლას დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ავა­დე­ბამ, მის­მა ტან­ჯულ­მა სხე­ულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. 7 დე­კემ­ბერს უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო და 23 ნო­ემ­ბერს სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­მ­ძი­მო­ბის პე­რი­ო­დი უპ­რობ­ლე­მოდ მი­დი­ო­და, რო­დე­საც გა­ვარ­კ­ვიე, რომ ნა­ყოფს პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ჩე­მი შვი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. ყვე­ლამ სხვა­დას­ხ­ვა დი­აგ­ნო­ზი და­წე­რა, მაგ­რამ ყვე­ლა შე­თან­ხ­მ­და, რომ ორ­სუ­ლო­ბა უნ­და შეწყ­ვე­ტი­ლი­ყო. რად­გან ქე­თი (თეკ­ლას დე­და) არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იყო, აბორ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად დე­დის ხელ­მო­წე­რა იყო სა­ჭი­რო. მე უარ­ზე ვი­ყა­ვი. ასე­თი ბავ­შ­ვი უნ­და მო­მეკ­ლა? არ დავ­ნებ­დი, ორ­სუ­ლის სის­ხ­ლის ანა­ლი­ზი გავ­გ­ზავ­ნე გერ­მა­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­სა და საფ­რან­გეთ­ში. ყვე­ლამ სხვა­დას­ხ­ვა დას­კ­ვ­ნა და­წე­რა, მაგ­რამ ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბო­და, რომ ეს არის უიშ­ვი­ა­თე­სი სიმ­სივ­ნის ჯგუ­ფი და მას­თან მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა უძ­ლუ­რია. გერ­მა­ნულ­მა კვლე­ვით­მა ცენ­ტ­რ­მა მომ­წე­რა, რომ ცენ­ტ­რ­ში მო­სა­თავ­სებ­ლად 1 მი­ლი­ო­ნი ევ­რო იყო სა­ჭი­რო. ღმერ­თ­მა ხომ თქვა, ხე­ლი გა­ან­ძ­რიე და გეშ­ვე­ლე­ბაო? კონ­კი­ას ზღა­პარს ჰგავს, მაგ­რამ მე მი­ლი­ო­ნი ევ­რო ვი­შო­ვე.

"ვარ­ძი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, მაგ­რამ ვხე­დავ, იქ არის ორ­მო­ე­ბი, გუ­შა­გე­ბი ამ ორ­მო­ე­ბის თავ­ზე დგე­ბოდ­ნენ და მტე­რი თუ გა­მო­ირ­ბენ­და, ზე­მო­დან ხმალს არ­ჭობ­დ­ნენ"

- რო­გორ?

- 60.000 დო­ლა­რად ბი­ნა გავ­ყი­დე, გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი და ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რეკ­ლა­მო დრო ვი­ყი­დე. სულ 2-ჯერ გა­მოს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ეს თან­ხა ჩემს ან­გა­რიშ­ზე იდო. თეკ­ლას მკურ­ნა­ლო­ბა ერთ-ერ­თ­მა გერ­მა­ნელ­მა და­ა­ფი­ნან­სა. 7 თვის იყო, გერ­მა­ნი­ა­ში რომ წა­ვიყ­ვა­ნე.

მა­მა გაბ­რი­ელს ვიც­ნობ­დი, თეკ­ლა ყო­ველ დი­ლით მცხე­თა­ში დე­და­მისს მიჰ­ყავ­და და მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე აწ­ვენ­და. არც საჭ­მელს ითხოვ­და, არც წუხ­და, არც ტი­რო­და... მა­ნამ­დე თეკ­ლას დე­და სა­ლო­ცა­ვად ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცავ­ში ყო­ფი­ლა და ლო­მი­სის ჯაჭ­ვი უტა­რე­ბია. ხა­ტი, რო­მე­ლიც სა­ლო­ცა­ვი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა, კლი­ნი­კა­ში თეკ­ლას სას­თუ­მალ­თან ჰქონ­და. 7 წლის არ იყო, რომ მითხ­რა, - 5 წე­ლი მე­ძი­ნა, სას­თუ­მალ­თან ეს ხა­ტი მე­კი­და, ესა და ეს და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეო. ლა­მის "ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და". ერთ დღეს შუ­მე­რუ­ლად წე­რა და­იწყო. ის­ტო­რი­კო­სებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა და მითხ­რეს, - ფე­ნო­მენ­თან გვაქვს საქ­მეო.

- 5-წლი­ა­ნი "ძი­ლის" შემ­დეგ მეტყ­ვე­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­იწყო?

- ექი­მე­ბი თეკ­ლა­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ის ვერ მო­შარ­დავ­და, დე­ფე­კა­ცია ვერ ექ­ნე­ბო­და, მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე აღარ იყო ლა­პა­რა­კი და ბავ­შ­ვ­მა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­იწყო. ჯამ­ში 700 სა­ა­თი ნარ­კო­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სიმ­სივ­ნე ზურ­გის ტვინ­თან ახ­ლო­საა. ის მსოფ­ლიო ონ­კო­ი­მუ­ნო­ექ­ს­პერ­ტი­ზის რე­ეს­ტ­რის სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია. ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­თა და რე­მი­სი­უ­ლი კუთხით, უიშ­ვი­ა­თე­სი სიმ­სივ­ნუ­რი ჯგუ­ფის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნეა. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ