"გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში" - პატრიარქის ქადაგება

"გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა და 7 აპრილს, ხარებას მობრძანდით ტაძარში" - პატრიარქის ქადაგება

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 7 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, 2016 წელს ერთ-ერთი საკვირაო ქადაგების დროს ხარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა", - აღნიშნა პატრიარქმა.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

იხილეთ ვიდეო ქადაგებიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია