ანტიკვარიატი, ნიკულინის საძინებელი და "შეუფასებელი" სამზარეულო რჩეულიშვილების სახლში - ექსკლუზივი

ანტიკვარიატი, ნიკულინის საძინებელი და "შეუფასებელი" სამზარეულო რჩეულიშვილების სახლში - ექსკლუზივი

ჩვენს დღევანდელ მასპინძელს ქართულმა საზოგადოებამ ბიზნესის "რკინის ლედი" უწოდა. ბევრი ქალისგან განსხვავებით, მისთვის დასვენების დღე არ არსებობს, შრომობს მუხლჩაუხრელად, გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით, უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ სტილს. ბზის ხის ავეჯი, სკულპტურული ქანდაკებები, ანტიკვარული ლარნაკები და ნახატები, იური ნიკულინის ნაქონი საძინებელი - ეს იმ ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ბინაში შეხვდებით.

- 2014 წლიდან ვცხოვრობ ამ სახლში,რომელიც "ცენტრ-პოინტმა" ააშენა. მშენებელი იყო გურამ მღებრიშვილი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ავაშენეთ. მშენებლობის დროს მოგვივარდა მშენებლობის მინისტრი (თამრიკო ერქვა, სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს), ეგონა, მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებული პირები, სინამდვილეში ეს იყო ფანტაზიის ნაყოფი. უნდოდა ეს პიარისთვის, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ ქალბატონს დახვდა ჩვენი მშენებელი, შეამოწმეს როგორი ფუძე და საძირკველი ჰქონდა შენობას. მანუჩარ მაჩაიძემ დაწერა დისერტაცია, თუ როგორი ხარისხით შენდებოდა. ჩემი ბინის მშენებლობას შეეწირა ეს მინისტრი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როცა გარემონტება დავიწყეთ, ბინა იყო ბანკის მფლობელობაში. ყველას უკვირდა, როგორ დავიწყე რემონტი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბინას გამოვისყიდდი.

შენების პროცესში მე თვითონ ვიყავი ჩართული. სახლი 100 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მინდა გითხრათ, რომ აქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი საქართველო, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის მინისტრებიდან მოყოლებული დღემდე - 90%, რომლებსაც კვადრატული მეტრი 250 დოლარად აქვთ შეძენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მადლიერი არავინ არის, მიუხედავად ულამაზესი ხედების, ტექნოლოგიების და ხარისხის.

ბინაში მხოლოდ მე და ვახო ვცხოვრობთ. ძალიან დატვირთული ცხოვრება და რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვთვლი, რომ მაქვს ბედნიერება ვიცხოვროთ მარტო. ჩვენს გვერდზე, პატარა ბინაში ცხოვრობენ ვახოს დისშვილი და დის შვილიშვილი, რომლებიც მოსკოვიდან არიან ჩამოსულები. მესამე ბინაში კი ჩემი შვილი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

ქართველ დიზაინერებს მოსწონთ ფარდაგები, სახლში აუცილებლად უნდა დაკიდონ ვაჟა-ფშაველას ან აინშტაინის სურათი, უნდა შემოალაგონ თაროებზე წიგნები, რომლებსაც არასდროს კითხულობენ. აკეთებენ ვითომ მინიმალისტურ მიქსებს, რაც ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მე თვითონ, კლასიკურ სტილში გამეკეთებინა. ძალიან ხშირად ვარ ნამყოფი და ნაცხოვრები საზღვარგარეთის სასტუმროებში. ყველაზე ძვირიანი სასტუმროები არის გაწყობილი კლასიკური სტილის ავეჯით. კარგი ავეჯი კეთდება საუკეთესო ხის მასალით, მაგალითად, რა ავეჯსაც ხედავთ ჩემთან მისაღებ ოთახში, ყველა არის ბზის ხისგან დამზადებული. ბზის ხეს აქვს საოცარი თვისებები, არის უჯანმრთელესი, ეკოლოგიურად სუფთა, ათასწლოვანი ხე, არ კვდება, არ ჭიანდება, ვინაიდან ქვა და კლდესავით ხდება დამუშავების შემდეგ. სახლში მისი ქონა ნიშნავს იცხოვრო ტყეში, სუფთა ჰაერზე, ვთქვათ გურიაში. დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ქართველ მწარმოებელთან, მაგრამ ემ-დე-ეფის ავეჯი, რასაც საქართველოში აწარმოებენ, არის კარცეროგენი. ადამიანმა, რომელიც ფულს შოულობ, უნდა იყიდო ნამდვილად ხარისხიანი ავეჯი, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას - წარმოიდგინეთ წევხართ ბზის ტყეში.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია