„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში

„არ მინდა, რომ მშობიარობის დროს ლევანი ჩემს გვერდით იყოს“ - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ვაჟის მოლოდინში

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ დაქორწინებაც გადაწყვიტეს. როგორც მარიამი ამბობს, გაცნობის დღიდან ლევანი, ურთიერთობის ასაწყობად ძალზე აქტიურობდა. მალე ახალგაზრდებს ბიჭი შეეძინებათ.

- მე და ლევანმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანით. როგორც მოგვიანებით გამიმხილა, ჩემი დანახვისთანავე უთქვამს: რა ლამაზი გოგოაო... წვეულებაზე მის მზერას ვგრძნობდი. თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, სახლამდე მივეცილებინე. მერე დავმეგობრდით. დიდი ხანი მართლა მეგობრები ვიყავით.

- ერთი შეხედვით, რით მოხიბლეთ ერთმანეთი?

- ვერ გეტყვი, რა მოხდა ჩვენ შორის, მაგრამ გაცნობის პირველივე წუთიდან ორივე მივხვდით, რომ ვიპოვეთ ის მეორე ნახევარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდით.

- ურთიერთობის ასაწყობად პირველი ნაბიჯი ლევანმა გადმოდგა?

- ლევანი სულ აქტიურობდა. როგორც ვიცი, ჩემამდე არავინ ჰყვარებია. რაღაც სხვანაირად ფრთხი­ლი ადამიანია.

- რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები და სიყვარულში რომ გამოგიტყდა, როგორი რეაქცია გქონდა?

- გაცნობიდან 2 თვის შემდეგ დავიწყეთ ფლირტი. თავიდან ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა იყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ბეჭედი მომიტანა და დამნიშნა. სიყვარული როგორ ამიხსნა? - მოულოდნელად დიდი "ესემესი" მომწერა. გაბუტული ვიყავი, მაგრამ როგორც კი ტექსტი წავიკითხე, თვალებიდან თითქოს, ნაპერწკლები გადმომცვივდა, ძალიან ავფორიაქდი. საოცარი სიტყვები მომწერა და ამან ზედმეტად ამაღელვა.

- დაქორწინების შემდეგ ერთმანეთში რა თვისებები აღმოაჩინეთ? რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?

- მგონია, რომ ზუსტად იმით არის გამორჩეული ჩვენი ქორწინება, რომ თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ კარგი თვისებები აღმოვაჩინეთ ერთმანეთში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო დიდ ბედნიერებასა და სიყვარულში გადაიზარდა.

- რით ანებივრებთ ერთმანეთს? ლევანს მოსწონს შენ მიერ მომზადებული კერძები?

- კი, ჩემს მომზადებულ სადილებზე შეყვარებულია. მეც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და მსიამოვნებს ისიც, რომ გემრიელობებს საყვარელ ადამიანს ვუმზადებ. ერთმანეთს ნამდვილად ვანებივრებთ. მაგალითად, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ვცდი­ლობ, ყურადღებიანი ვიყო და ის გავაკეთო, რაც ლევანს უყვარს. არც თვითონ მიშლის ნერვებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვხედავ, მეუღლეები ერთმანეთის ნერვებზე როგორ "თამაშობენ", როგორ სტკენენ გულს ურთიერთს, რაც ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ასეთ ურთიერთობას ცოლქმრობა არ ჰქვია.

- ლევანს თუ ეხერხება კერძების მომზადება?

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია