კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:15 / 05-04-2016
"მერია ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს" - რა ბედი ელით ტაქსის მძღოლებს
თბილისში ტაქსების სიმრავლე არავის უკვირს, საცობების არსებობაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ათი ავტომობილიდან ხუთი მაინც, ტაქსია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების რეგულაცია აუცილებელია. მერის თქმით, "ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას… ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული". მერიაში უკვე შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებთან ერთობლივი განხილვის შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოების დაცვაა.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფითად აფასებენ ტაქსის მძღოლები:
ნიკო ნ. - "ჩემი ოჯახის ერთადერთი იმედი ეს მანქანაა. მართალია, ძველია და ყველაფერი რიგზე არა აქვს, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ეს ინახავს. "ტაქსაობის" უფლება რომ ჩამომართვან, არ ვიცი რა გზას დავადგები. ჩემს მდგომარეობაში ათასობით ადამიანია და თუ მერია ჩვენს ინტერესებს არ გაითვალისწინებს, ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს", - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მოსალოდნელ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს არასამთავრობო სექტორიც. მათ შორის არის შპს "ეკოტრანსპორტცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ტაქსებზე რეგულაციის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაწესება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა:

- ბატონო ვასილ, თუ არსებობს დაახლოებითი მონაცემები, რამდენი ტაქსია დღეს საქართველოში?
- ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ასეთი სტატისტიკა არც თბილისში არსებობს და არც საქართველოში, თუმცა, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მარტო თბილისში 50 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ეტაპზე ტაქსების რეგულაციის შემოღება ნაადრევია. რატომ?
- იმ ფონზე, როდესაც თბილისში არის უამრავი პრობლემა და ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ტრანსპორტის დარგში იგრძნობა, რეგულაციების შემოღება მართებულად არ მიმაჩნია. მხოლოდ რამდენიმე გადაუჭრელ პრობლემას დავასახელებ: საგზაო ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობა, პარკინგის პრობლემა, არ მოწმდება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები, პრობლემა გვაქვს მუნიციპალურ ტრანსპორტშიც: ყვითელი მიკროავტობუსები, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის, კუსტარულად გადაიყვანეს ფეთქებადსაშიშ ნივთიერებაზე და დღეს ჩვენი მოსახლეობა გადაადგილდება ტრანსპორტით, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოების მხრივ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამ მიკროავტობუსების ძრავიც კუსტარულია და მათში ძველი, ამორტიზებული, რუსული მეტალის ბალონებია დამონტაჟებული, რაც უბედური შემთხვევის დროს ძალიან საშიშია.

გაგრძელება
17:12 / 05-04-2016
აქ ქოცობა და ნაცობა არაფერ შუაშია.ტაქსებს რომ მართლა მიხედვა უნდა,ამაზე არ უნდა იყოს სადაო.ან როგორ დადიან,მოძრაობის წესებს საერთოდ არ იცავენ.სადაც კლიენტი დაუქნევს ხელს,იქ აჩერებენ,შუა გზაზე.მერე უნდა ელოდო კლიენტი როდის მოელაპარაკება და ამასობაში დადგა ტაქსის უკან მანქანების რიგი....
მარიკა
15:33 / 05-04-2016
აი რას გეტკვიტ რომ აგიცჰემებიატ სოპლელები სოპელსჰი დაბრუნდნენო ტბილისელებისტვის ტბილისსჰი ცხოვრება დოგმა კი არ არის გაკიდეტ აკ სახლები ტუ სოპელსჰი სახლი არ გაკვტ და ტკვენ ცადიტ და იცხოვრეტ სოპელსჰი პული დაგრცჰებატ კიდეც მაგრამ არც ტკვენ გნებავტ ხელის განზრევა ასპალტზე სიარული გირსჰევნიატ და ბინზური ჰაერის სუნტკვას ცნობისატვის მეც ტბილისელი ვარ სიამოვნებიტ ცავალ სოპელსჰი და ვგეგმავ კიდეც ასე რომ ნუ კაკანებტ
mixeillli
მსგავსი სიახლეები
ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება
PHOTO+VIDEOგარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ
"მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ
+VIDEO "დავით ნარმანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება თანხები ფლანგო მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო ივანიშვილს"
+VIDEO თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
+VIDEO| განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა
როდის დასრულდება გზებზე შექმნილი უმძიმესი ვითარება, რაც ლამის მართლაც ერის გენოციდად იქცეს?!
ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1 947 282 ლარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49