"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე

"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს იყენებს" - რას ამბობენ გორის უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულ ლექტორზე

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან ლექტორი არინა თავაქარიშვილი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პედაგოგს ანტისტალინური პოზიცია ჰქონდა. ამის თაობაზე თავაქარიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზეც დაწერა:

"ეს ჩემთვის არ არის იოლად გადასატანი და ვიტყვი, რომ ძალიან ძნელიცაა და მძიმეც. რახან მაინც დაიწერა ვიტყვი, რომ სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა არ დადგმას შეეწირა ჩემი ლექციები. ისევე როგორც მე მაქვს მყარი პოზიციები სტალინიზმზე, რუსეთზე, მათაც აქვთ თავიანთი აღფრთოვანებული დამოკიდებულება სტალინზე.

ეს მათი ნებაა, მაგრამ ღირებულებებს არ შეველევი და თუ ასე ითვლება, მე ანტისტალინელი ვარ... ჩემი პოზიცია მყარია და ვერ შემაცვლევინებთ" - წერდა სტატუსში ლექტორი.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან კომენტარში არინა თავაქარიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ სწორედ ანტისტალინური შეხედულების გამო მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ამის გარკვევა თავად ქალბატონ არინასთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან ვცადეთ. სამწუხაროდ, გათავისუფლებულმა ლექტორმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პოზიცია კი რექტორის მოადგილემ, ეკა სუხიშვილმა მოგვახსენა:

"ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ტყუილი. ქალბატონი არინა 2005 წლიდან მუშაობდა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში. ამ დროის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, პიარის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. მას ჰქონდა სრული სამუშაო თავისუფლება და მის საქმიანობაში არავინ არასდროს ჩარეულა. ის ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას, რასაც უნივერსიტეტი თუ მიესალმებოდა, თორემ წინ არასოდეს აღდგომია.

მაქვს გონივრული ეჭვი, თუ რატომ გახდა ეს ინციდენტი აქტუალური სწორედ ახლა. საგანმანათლებლო სისტემის ჩათრევა პოლიტიკაში ყველაზე კარგი პიარია არინასათვის, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს სათავისოდ იყენებს და სურს წამებულის მანტია მოისხას. ჩვენ გვყავს 250 თანამშრომელი რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი პოზიციას, და ამის გამო არასოდეს არავისთვის მიგვითითებია კარისკენ და არც მომავალში ვაპირებთ ვინმეს სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენი ერთადერთი მიზანი და სურვილია, ვიზრუნოთ ბავშვების განათლებაზე" განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია