„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს

„როცა შენი ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა“ - დავით ოქიტაშვილი „მგზავრებს“ აკრიტიკებს

"ჩემთვის მიუღებელია ამ დღეს სიმღერა იმ ქვეყანაში, რომელმაც დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები"- ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა გადაცემა "პრიორიტეტებში", პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

კულტურის პალატის პრეზიდენტი ჯგუფ ,,მგზავრების" მიერ 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვას მისთვის მიუღებელს ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვა უსინდისობაა.

,,ნებისმიერი მოქალაქისთვის 9 აპრილი არის ტრაგედია, არავინ არაა რაღაცის წინააღმდეგი, მაგრამ ამ დღეს არ უნდა გაემართათ კონცერტი. ესაა საქართველოს ყველაზე ტრაგიკული ისტორიის ფურცელი იმ ტრაგედიათა შორის, რაც საქართველომ გადაიტა და როდესაც ამას ერი დღემდე გლოვობს და ჭრილობა დღემდე მოუშუშებელია, შენ ამ დღეს უმღერო ოკუპანტს, ჩემთვის მიუღებელია.

ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ხელოვანების მიმართ, მაგრამ მე ვეწინააღმდეგები 9 აპრილს ამ კონცერტის ჩატარებას. მათ თავიანთ ისტორიაში ცუდი ფურცელი ჩაწერეს და სანამ გვიან არ არის ვურჩევდი, უარი თქვან ამ კონცერტის 9 აპრილს ჩატარებაზე და გადადონ ის სხვა დღეს. როცა პროდიუსერი უძღვება ჯგუფს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ძიმე ფურცელია საქართველოს ისტორიაში და არ უნდა ჩააგდო ჯგუფი ასეთ უხერხულ ვითარებაში, თუ ეს პროდიუსერის გადაწყვეტილებაა. დამთხვევები არ ხდება, როცა კონცერტი იგეგმება, ჭკვიანი პროდიუსერი ნებისმიერ თარიღს აკვირდება, როდის არის შესაძლებელი და როდის არა კონცერტის გამართვა. მე მათ მოვუწოდებ, გადადონ ეს კონცერტი, სანამ გვიან არ არის", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

ასევე იხილეთ: "ადვილია ოთახში შეკეტილმა, სოციალურ ქსელში პუტინს აგინო" - ნინი დედალამაზიშვილის მწვავე პასუხი "მგზავრების" კრიტიკოსებს

"რა ევროპა, როგორ გეკადრება? რუს ტურისტს ელოდება ყველა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული" - ია ფარულავა

"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

"უცნაურად ცუდად ვარ, ბავშვს ერთი დღე ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე" - ნუკი კოშკელიშვილის ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა