შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ახალი ფოტო იაშვილის კლინიკიდან

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ახალი ფოტო იაშვილის კლინიკიდან

მსახიობი შორენა ბეგაშვილი იაშვილის კლინიკიდან ამაღელვებელ ფოტოს ავრცელებს, სადაც მისი და ევა ბარბაქაძის ხელია გადაღებული.

ფოტომ უამრავი მოწონება დაიმსახურა. "ფეისბუქის" მომხმარებლები ევა ბარბაქაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

შორენა ბეგაშვილის არასრულწლოვანი ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძეს პირველი ნეიროქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა: ნეიროქირურგმა ლადო წიქარიშვილმა და ტრავმატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილმა ჩაატარეს.

პაციენტს მეორე 4-საათიანი ოპერაცია კიდურებზე ჩაუტარდა და იგი აღნიშნული კლინიკის ტრავმატოლოგებმა: მერაბ ვარძუკაშვილმა და ზურაბ ბერუაშვილმა გააკეთეს. ოპერაციაზე ანესთეზიოლოგი დალი ჟორჟოლიანი იყო.14 წლის ევა ბარბაქაძე ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაწერენ მოზარდს საავადმყოფოდან.

ასევე იხილეთ: "ღმერთმა ევა მეორედ მაჩუქა" - შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი ქალიშვილის ინციდენტის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია