ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედი" შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია:

"შპს "ტელეიმედმა" შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია "ტელეიმედისათვის" ამზადებდა და გადიოდა ეთერში, ვაცხადებთ, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან".

გადაცემა "პოლიტიკის" ერთ-ერთმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამცნო საზოგადოებას, რომ "იმედთან" საქმიან ურთიერთობს წყვეტდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის ტელეკომპანიიდან გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

იხილეთ: "თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

"მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია