უჭმელი ბავშვების პრობლემები - ცნობილი პედიატრისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ

უჭმელი ბავშვების პრობლემები - ცნობილი პედიატრისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ

"ცუდად მჭამელი ბავშვი" ლამის ყოველი მეორე ოჯახის პრობლემაა. უჭმელობის მიზეზი ძალიან ბევრია და გამოსავალიც სხვადასხვაგვარია. ბავშვის უმადობასა და უჭმელობაზე პედიატრმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემა "პირად ექიმში" მარი მალაზონიასთან ისაუბრა.

რიტუალები კვების დროს-თამაში, კომპიუტერი, მულტფილმები

დაბადების დღიდან დასწავლული ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნებს ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. კვებითი ჩვევები ბავშვებს დაბადებისთანავე უყალიბდება, ამიტომ პირველივე დღიდან უნდა ვეცადოთ, მავნე ჩვევები არ ჩამოვუყალიბოთ. დიდ როლს თამაშობს მშობლების მაგალითები. თუ მამა ან დედა სადილის დროს გაზეთს კითხულობს , ტელევიზორს უყურებს, ეს მაგალითი ხდება ბავშვისთვის და თვითონაც იგივეს გაიმეორება - არ შეჭამს საკვებს რიტუალების, გართობის, კომპიუტერის ყურების გარეშე. აუცილებელია შვცვალოთ კვების მიღების ეს წესი. მინდა ავღნიშნო, ეს წესი არ იწვევს რაიმე დაავადებას, მაგრამ მონელებისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის უკეთესია კვებისას კონცენტრაცია მხოლოდ საკვებზე მოხდეს. შეუქმენით სასიამოვნო, მშვიდი გარემო. კვებამ არ უნდა მიიღოს მოვალეობის მოხდის სახე.

ტკბილეული - ბავშვის უმადობის მიზეზი.

დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს მოზარდებში გამოკითხვა ჩავატარეთ. გასაოცარი შდეგები მივიღეთ, ხილს არ ჭამენ ჩვენი მოზარდები. სამაგიეროდ უყვართ იოგურტი. როგორ ფიქრობთ ხილი უფრო სასარგებლოა თუ იოგურტი. თუ მაინც და მაინც იოგურტზე შეაჩერებთ არჩევანს, ეს უდა იყოს უშაქრო. შოკოლადი, ნამცხვარი, სხვადასხვა ტკბილეული ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ეს ბავშვის პირველი მტერია. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, საერთოდ უნდა აეკრძალოს ტკბილეული. თუ დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, ოღონდ საკვების მიღების შემდეგ, როგორც კალორაჟის მომმატებელი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია