თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს  ამხელს

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსზე საუბრობს.

თათია სამხარაძემ დღეს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ჩანაწერი იურისტების გარდა არავის მოუსმენია. მისივე თქმით, ჩანაწერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.

იხილეთ კადრები პრესკონფერენციიდან

"ამ ჩანაწერს ხანდაზმულობა არ აქვს. ჩანაწერი გაკეთებულია სამსახურში ჩემი დაბრუნების შემდგომ, სადაც შალვა რამიშვილი პირობას დებს, რომ მსგავსი ხასიათის სექსუალურ შევიწროებას და მუქარას ჩემი კარიერის დასრულებით აღარ ექნება ადგილი სამსახურში, მაგრამ როდესაც იგი ერთი თვის განმავლობაში ყოველ მოცემულობაში მახსენებდა, რომ მივიღე უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც მასთან არ თანავიცხოვრე, ვეღარ გავუძელი და იძულებული გავხდი, წამოვედი სამსახურიდან. მისი მხრიდან არის აღიარება. ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე, ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია "იმედში", არამედ სხვა ტელევიზიებშიც და რომ იგი არის ოდიოზური პიროვნება, რომელსაც შეუძლია დაასრულოს ნებისმიერი ადამიანის კარიერა, თუკი მე არ დავთანხმდებოდი მასთან თანაცხოვრებას", - აღნიშნა თათია სამხარაძემ და დასძინა, რომ ჩანაწერის გასაჯაროების იურიდიული უფლება არ აქვს და ის მხოლოდ გამოძიებას გადაეცემა.

მისივე თქმით, სხვა გოგოების ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა მსახიობმა აღნიშნა, რომ არსებობენ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მას ამავე თემასთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ. თათია სამხარაძის თქმით, მან ტელეკომპანია "იმედი" საკუთარი სურვილით 31 მარტს დატოვა და არხზე დაბრუნებას არ აპირებს.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა მივიყვანო ბოლომდე. არ შეიძლება ტელევიზიაში მიდიოდნენ გოგოები და მათ ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერაც, სამსახურიც. მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო ეს ბრძოლა", - განაცხადა თათია სამხარაძემ.

იხილეღ ასევე:  "ვადასტურებ, შალვა რამიშვილი ახორციელებდა სექსუალური ხასიათის შევიწროვებას" - "ტასო ბარნოვას" პირველი საჯარო კომენტარი სკანდალზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია