თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან აცნობეს, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს "კ.მ.პ". თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ასევე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი. შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე.

საგზაო სამუშაოების გამო, ასევე დღეს 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩისკვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია