საქართველოს რომის პაპი ეწვევა

საქართველოს რომის პაპი ეწვევა

საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო.

"უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც როგორც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მოწვევა ასევე გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით.

გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო, თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია