NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

NDI: ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნების შეძენაზე, ან ნაკლებად ყიდულობს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1%-მა აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი", 2 %-ის შეფასებით "კარგი", 29 %-ის აზრით "საშუალო", 40% მიიჩნევს, რომ "ცუდი", 26% ფიქრობს, რომ "ძალიან ცუდი", 2%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 53% -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

ამასთან, ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა ან უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რომლებიც სჭირდება, ან ნაკლებად ყიდულობს. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 56 %-მა აღნიშნა, რომ "ზოგადად, უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რაც სჭირდება", 40 %-ის თქმით, "ზოგადად, უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს, რაც სჭირდება", 4 %-მა აღნიშნა, რომ "საერთოდ არ მოუხდენია გავლენა", 1 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ასევე წაიკითხეთ: NDI: გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს "იგივე მდგომარეობაში" მიიჩნევს

NDI-ს კვლევის შედეგები : რა არის 4000-მდე გამოკითხულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია