თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რკინიგზის სამშობიაროს შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია და პირობები დღითიდღე გაუსაძლისი ხდება.

მათივე განცხადებით, ანტისანიტარიის გამო, ხშირია სხვადასხვა დაავადებები.

აქციის მონაწილეების თქმით, რკინიგზის სამშობიაროს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ისინი თბილისის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობისგან შუამდგომლობას ითხოვენ, რათა მოხდეს შენობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადატანა, რის შემდეგაც მერიას შესაძლებლობა ექნება, მათ საცხოვრებლის კეთილმოწყობაში დაეხმაროს.

"მთელი დღის განმავლობაში აქ ვართ და ვითხოვთ დავით ნარმანიასთან შეხვედრას. არავინ შეგვხვდა. მოგვატყუეს. ალბათ ჩუმად გაიპარნენ. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ გამოვლენ კონტაქტზე, ჩვენ არ დავიშლებით, მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით აქ და ხვალ მერიის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ მივცემთ. პარალელურად აქციას გავმართავთ დიდუბის რაიონის გამგეობასთან", - განაცხადა აქციის მონაწილე ირაკლი ბაღათურიამ.

აქციის მონაწილეები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის სახლთან აქციის გამართვას არ გამორიცხავენ. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება რეაგირება თბილისის მერიისგან და ხელისუფლების მხრიდან, ისინი მიმართავენ შვეიცარიის საელჩოს, მოითხოვენ თავშესაფარს და უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე.

ინტერპრესნიუსი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია