რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

რამ გამოიწვია ლარის გამყარება?

ბოლო რამდენიმე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს. დღევანდელი, 13 აპრილის მონაცემებით, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2674 ლარი გახდება.

ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ გამყარებას საიმედო ეკონომიკური საფუძვლები არა აქვს. პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარება დროებითი მოვლენაა.

ზურაბ მელიქიშვილი: "დავიწყოთ იმით, რომ ეკონომიკური მაჩვენებელები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ძალზე სავალალოა. ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზი უნდა იყოს ინვესტიციები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც საქართველოში ძალზე მცირეა. ექსპორტის იანვარ-თებერვლის მონაცემები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამავდროულად არ არის მომატებული ინვესტიციების რაოდენობა და ეკონომიკური ზრდაც არ შეიმჩნევა. ერთადერთი, რაზეც დღევანდელი ხელისუფლება იმედს ამყარებს, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ბერკეტებია. შემცირებულია ფულის მასა, რომელიც ეკონომიკაში ტრიალებს - დეკემბერთან შედარებით ქართულ ბაზარზე 225 მილიონით ნაკლები თანხა ტრიალებს. ერთადერთი, რის გამოც ლარი სტაბილურად გამოიყურება, ეკონომიკის შემცირებაა, მაგრამ ამ მდგომარეობის დიდხანს შენარჩუნება რთულია. რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენა ფეხი გეტკინება და ამის გამო ვერ წახვალ წინ, თუ მარცხენა? საბოლოო ჯამში ტკივილი თავისას გაიტანს და შეიძლება კიდეც დაეცე. ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის პირობებში ეს არის მომავალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას ელოდება".

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ლარის გამყარებაში ლოგიკა არ ჩანს. "მაგრამ ერთი რამ უტყუარია: ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს რყევები კარგი არ არის. სამაგიეროდ, ლოგიკა ჩანს იმაში, რომ ჩვენი ლარი ერთგვარად მიბმულია რუბლის კურსზე. თუ დააკვირდებით, როდესაც რუბლი უფასურდებოდა, ჩვენი ლარიც უფასურდებოდა, ახლა რუბლმა გამყარება დაიწყო და ლარიც მყარდება. ეს იმ გზავნილების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი ემიგრანტები ამ ქვეყნიდან აგზავნიან. ქართული ვალუტის გამყარება დღეს არც ისე ჯანსაღ პროცესებზეა მიბმული. რა განსაზღვრავს ლარის კურსს? - მოთხოვნა-მიწოდება და თუ დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ლარიც მყარდება, ეს კი, ჩვენს ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის. ცალსახად იმის მტკიცება, რომ ლარის ასეთი მოულოდნელი გამყარება კარგია, არ შეიძლება, რადგან ეკონომიკისთვის სტაბილურობა ყველაზე უკეთესი რამ არის. მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ ფაქტორებს, რომ ლარის კურსი შენარჩუნდება", - აცხადებს ექსპერტი განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია