"ხაშურს რატომ დასცინიო"? - რას წერილებს იღებს "ხაშურელი თენგო" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

"ხაშურს რატომ დასცინიო"? - რას წერილებს იღებს "ხაშურელი თენგო" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

ბილწსიტყვაობის მოყვარული ხაშურელი თენგო და ღორეშელი ბაქარი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ხინკლის კუჭების ბიზნესს დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. თენგოს როლის შემსრულებლის - 26 წლის მსახიობ შოთიკო ნოზაძის მიმართ, მისი გმირის არასახარბიელო ლექსიკის გამო, მაყურებელთა ნაწილი საყვედურს გამოთქვამს. ჟურნალი "გზა" 14 აპრილის ნომერში სწორედ შოთიკო ნოზაძესთან გთავაზობთ ინტერვიუს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

შოთიკო ნოზაძე:

- "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის მენეჯერი დამიკავშირდა და მთხოვა, - სინჯზე მისვულიყავი. ტექსტი წინასწარ გამომიგზავნეს... თურმე, თენგოს როლისთვის კასტინგზე რამდენიმე ადამიანი ყოფილა...

გიორგი ლიფონავა გამესაუბრა. ჯვრისწერის მერე, საგურამოში სუფრის სცენა უნდა "გაგვევლო". ტექსტის თქმა რომ დავიწყე, ლიფონავამ გამაჩერა, თავის გვერდით მჯდომზე მიმითითა და მითხრა: - წარმოიდგინე, რომ ეს ბაქარია. როგორ გაიცნობო? ზუსტად ის ტექსტი ვთქვი, რაც შემდეგ - სერიალში: ბაქარი შენა ხარ, ძმა-მეთქი? ამ სიტყვების მერე, რეჟისორმა მითხრა: მორჩა, როლზე დამტკიცებული ხარო (იცინის)... ყველა პირდაღებული, გაოცებული ტაშს უკრავდა. თურმე, ლიფონავას როლისთვის ასე არავინ აუყვანია...

- თავიდანვე გარკვეული იყო, რომ თენგო ხაშურელი უნდა ყოფილიყო?

- კი, ტექსტი როცა გამომიგზავნეს, მითხრეს, რომ თენგო ხაშურელია.

- კილო ასე კარგად როგორ მოირგე, წარმოშობით საიდან ხარ?

- წარმოშობითაც ხაშურიდან ვარ, მაგრამ 4 წლიდან რუსთავში ვცხოვრობ, სკოლაც რუსთავში დავამთავრე... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია