მანქანები იაფად - ზაფხულში ჰიბრიდის ფასი შემცირდება

მანქანები იაფად - ზაფხულში ჰიბრიდის ფასი შემცირდება

მაისიდან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობლების იმპორტზე აქციზის გადასახადი განახევრდება, ხოლო მანქანების ღირებულების ფასი დაახლოებით 5-10%-ით დაიკლებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, განბაჟების წესის შეცვლა ჰიბრიდული მანქანების იმპორტს წაახალისებს და ავტოპარკის განვითარებასაც მნიშვნელოვნდა შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, ზაფხულში ასეთი ტიპის მანქანები გაიაფდება და მყიდველიც უფრო დაინტერესდება.

ბოლო 3-4 თვეში მთლიანი ატოპარკის შემადგენლობაში ჰიბრიდული მანქანების წილმა 5%-ს გადააჭარბა. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, გაორმაგდება. რამდენიმე წელიწადში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს რეკლამა არც დასჭირდება და მომხმარებელში ისედაც პოპულარული იქნება.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, შეღავათი 1-ლი მაისიდან ამოქმედდება. შესაბამისმა ინიციატივამ, რომელიც პარლამენტის "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციას ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში ორი მოსმენა გაიარა და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, აქციზის გადასახადის 50%-ით შემცირება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

"საგადასახადო შეღავათი სტიმულს მისცემს ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანას საქართველოში, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს ძველი მანქანების თანდათან ჰიბრიდულით ჩანაცვლება. ახალი კანონმდბელობა 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზეც გავრცელდება და ეს თავისთავად ხელს შეუწყობს პარკის განახლებას. ცხადია, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა მეჭიაურმა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია