"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

"კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

როგორ გახდა "ტოიოტას" პირველი დილერი ქართული კომპანია, როგორ დასრულდა კოდუებთან დაკავშირებული ინცინდენტი და რა პოლიტიკური მიზნები და სურვილები აქვს ირაკლი გურჩიანს - PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონა" ამჯერად "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დაფუძნებელს მასპინძლობს. ბიზნესმენი სოდ-ის ყოფილ უფროსთან, ერეკლე კოდუასთან დაკავშირებულ ინციდენტს იხსენებს:

"კოდუას დიდი ხანია ვიცნობ. დათოს და ერეკლეს ვიცნობ, გიორგის არ ვიცნობ ახლოს. სოდ-ის უფროსი რომ გახდა, ერეკლემ რამდენჯერმე იყიდა მანქანა ჩვენთან - ხან ცოლს უყიდა, ხან შვილს, ყიდულობდა და მქონდა ურთიერთობა. მაშინ ჩვენს უწმინდესს ვაჩუქე მანქანა, "ლექსუსი". რომ გამოჩნდა ეს მანქანა ქალაქში, ყველას მოეწონა. მაშინდელ ნაც-უფროსობასაც - ყველას და დაიწყეს ამ მანქანების ყიდვა, შეკვეთები. ერეკლე კოდუა მოვიდა და მითხრა, ეს მანქანა მინდაო, დედაჩემს ფეხი სტკივა და ისეთი მანაქანა მჭირდება, რომ უკან კარგი დასაჯდომი იყოს და მომყიდეო. წავიყვან და მაქსიმუმ, 2-3 კვირაში ფულს გადაგიხდიო. მე მქონდა რაღაც საშუალება, წლის ბოლომდე სანამ ბიუჯეტი დაიხურებოდა. ვენდე. გავუფორმე მანქანა და წაიყვანა. 2 თუ 3 კვირის შემდეგ დავურეკე, ფულზე ვკითხე. ერთი კვირა მაცადეო. ორი თვის განმავლობაში ყოველ კვირა ვურეკავდი. სამ დღეში ერთხელ და ვახსენებდი. ალბათ ნერვები მოეშალა. შემდეგ მოვიდა ჩემთან ხმა, რომ არ უნდოდა ამ ფულის გადახდა და ყველანაირად ცდილობდა, რამე გაეკეთებინა მაშინდელი მეთოდებით, რომ პირიქით, იქით მიმეტანა ფული.

იხილეთ ვიდეო| "100 წლის მერეც თუ ცოცხალი ვიქნები, კოდუებს მაგას არ შევარჩენ" - "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი "ლექსუსის" თაღლითურ საქმეზე

ერთი ვერსია იყო, მე დავეჭირე და წამალი ჩაედოთ ჩემთვის, ვინ დაიჯერებდა, რომ მე ნარკოტიკს ვხმარობ, ან მით უმეტეს, რეალიზატორი ვარ! დაიჭირეს ჩემი ძმა. დაბადების დღეზე იყო, ცოტა ნასვამი, ვიღაც მიუგზავნეს, აგენტი, ნაცნობი. აგენტებითაა მთელი საქართველო სავსე. მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო და ათიდან ორი შენი ნაცნობებიდან აგენტი იყო. აგენტმა სადღაც გაყოლა სთხოვა. გაყვა და იქ ჩაუდეს წამალი. მიიყვანეს პირდაპირ კოდუას კაბინეტში. მიმღებში არ გაატარეს, პირდაპირ კოდუას კაბინეტში აიყვანეს. ერეკლე ეუბნება, დაურეკე შენს ძმას, დედაჩემის მანქანის ფული არ გადამახდევინოს და თავისუფალი ხარო. ამაზე ჩემმა ძმამ უარი უთხრა.

ნახეთ ინტერვიუს ვიდეოვერსია

...შეტანილი მქონდა პროკურატურაში სარჩელი და ერთ მშვენიერ დღეს, 2013 წლის დასაწყისი იყო, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, პროკურატურამ დამიძახა და განაახლეს ეს საქმე. ამის შემდეგ, 2-3 თვეში, სასამართლოში შევიდა ეს საქმე. ახლა, ერთი კვირის წინ გავიგე, რომ დამთავრდა სასამართლო. კოდუას პროკურატურა ედავებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თაღლითური გზით ქონების მითვისებას. ე.ი. ამ ჩვენმა პატიოსანმა სასამართლომ, მურუსიძეები და მასეთი ტიპები რომ არიან ბევრი, დაადგინა რომ თურმე, კოდუას თაღლითური გზით ჩემგან მანქანა არ წაუყვანია, მაგრამ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დააფიქსირა. თუ ჩემგან კანონიერად იყიდა მანქანა, მაშინ რაში დაარღვია კანონი? საბოლოო ჯამში, მე არ მაქვს წაკითხული დასკვნა, არ ვიცი რა წერია შიგნით, მაგრამ პირველადი მონაცემები ასეთია. ამის მერე მე უნდა დავიწყო ისევ თავიდან. სარჩელი უნდა შევიტანო.

- აპირებთ სარჩელის შეტანას?

- აუცილებლად. 100 წლის მერეც, თუ ცოცხალი ვიქნები, კოდუებს ამას არ შევარჩენ. არა იმიტომ, რომ ეს მე ამაშენებს ან დამაქცია თავის დროზე, უბრალოდ, პრესტიჟის ამბავია. კოდუებს თავს არ დავაჩაგვრინებ  წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია