"ჩემს თავს ვერ ვპატიობ ყველაზე მეტად... ეს ყველაფერი ჩემი ტკივილების ხარჯზეა, მაგრამ ასე სჯობს" - გია როინიშვილის ბლიცინტერვიუ

"ჩემს თავს ვერ ვპატიობ ყველაზე მეტად... ეს ყველაფერი ჩემი ტკივილების ხარჯზეა, მაგრამ ასე სჯობს" - გია როინიშვილის ბლიცინტერვიუ

PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. მსახიობი, ყოფილი პარლამენტარი გია როინიშვილი ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

კინო თუ თეატრი... ორივე, ხელოვანისთვის ორივე საინტერესოა. აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა ორივე საინტერესოა და ორივე მნიშვნელოვანი

პერსონაჟი, რომელიც მგავს... ჩემი ყველა პერსონაჟი რაღაცით მგავს. რაღაც ელემენტები არის, მთლიანად არა, რა თქმა უნდა...

რას ვერ ვპატიობ ადამიანებს... ადამიანებს ადვილად ვპატიობ, ჩემს თავს ვერ ვპატიობ ყველაზე მეტად. მე ვისწავლე, რომ ადამიანი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც შენ წარმოგიდგენია. ეს ყველაფერი ჩემი ტკივილების ხარჯზე გადადის, მაგრამ ასე სჯობს მაინც...

ჩემი სტიმულია... ჩემი წარსულიც და ჩემი მომავალიც, როცა ვუყურებ შვილებს, შვილიშვილებს და იმ წარსულს, რომელიც მე გავიარე...

ნახეთ ბლიცინტერვიუ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია