დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება . "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.

გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების გამო, 15 აპრილის 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 15 აპრილს, 09:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია