ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ლარი გაცოცხლდა და დიდ თამაშს უბრუნდება

ეროვნულმა ბანკმა ისევ გაიკრა ჯიბეზე ხელი და 10 მილიონი დოლარი იყიდა. მიუხედავად ამისა, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში ეროვნული ვალუტა ისევ გამყარებისაკენ იხრება. როგორც გზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლოდროინდელი სავალუტო ვაჭრობა აჩვენებს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მეთოდურად იზრდება.

დღესდღეობით მთავარი კითხვა ასეთია: ვის სჭირდება ლარის დიდი მასა? საქართველოს ეკონომიკაში აარფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, პირიქით, ეკონომიკური ზრდის 3%-იანი პროგნოზი სავალუტო ფონდმა 2,5-მდე შეგვიმცირა. ფონდის აანლიტიკოსების ამ გათვლებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყნის ეკონომიკა წელსაც კუს ნაბიჯებით იმოძრავებს.

სტატისტიკური მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. იანვარ-მარტში ქვეყნიდან მხოლო 443 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა. კატასტროფულად გაიზარდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და 59%-ს მიაღწია. ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია უცხოური ინვესტიციების შესახებ.

საგარეო თვალსაზრისით, შედარებით სიმშვიდეა, თუმცა სხვა ქვეყნის ვალუტები დოლარის მიმართ ასეთი მკვეთრი გამყარებით არ გამოირჩევიან. თითქმის 2 კვირაზე მეტია მოულოდნელად გამყარებული რუბლი დოლარის მიმართ 66-68-ის დიაპაზონში მერყეობს.

შარშან, მკვეთრი დევალვაციის დროს, ეკონომისტების ნაწილი აცხადებდა, რომ საგადასახდელო ბალანსის გათვალისწინებით ლარი დოლარის მიმართ 2,2 ლარის დიაპაზონში უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, 2,5 ნიშნულამდე გაუფასურება კი სპეკულაციური, სუბიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამჯერადაც, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესებასთან ერთად, ეროვნულ ვალუტაზე მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, ანუ "ქადაგიძის ფაქტორი".

"ლარის მიმართ გაჩენილი მოთხოვნა გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეკონომიკას ფულის მასა სჭირდება. რაც შეეხება ვალუტის მერყეობას, საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, დევალვაცია გარადუვალი იყო, მაგრამ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე რომ მდგარიყო, ასეთი მასშტაბური გაუფასურება არ უნდა გვქონოდა. ახლა მოხსნილია ქადაგიძის ფაქტორი, სწორედ ამიტომ ლარი არა 1,50-ის, არამედ 2,25-ის მიდამოებშია", - აცხადებს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ სამომავლოდ ქართული ვალუტა ამ დიაპაზონში დაიწყებს დასტაბილურებას და თანდათანობით ისევ გამყარებისკენ წავა.

დუნდუა აღნიშნავს, რომ 2015 წელს საგარეო ვაჭრობის კუთხით არც ისე დრამატული ვითარება გვქონდა. ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას დამატებული მომსახურების ექსპორტი, ანუ წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გამოკვლებით) 2014 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ით ჩამორჩებოდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია