ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება?

ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება?

თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დეტალების გასარკვევად kvirispalitra.ge დაკავებულის ძმას, გიორგი წულაძეს ესაუბრა:

- 11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც იუზერი "სპლიყვი", გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. მეტი დამაჯერობლობისათვის მან ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა. მომხდართან დაკავშირებით, სამართალმადცველმა ორგანოებმა მოახდინეს რეაგირება და დააკავეს სულხანი. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (მუხლი 326, მეორე ნაწილი ), რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სულხანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, არადა, ჩემმა ძმამ იხუმრა.

- თქვენი ძმა რამდენი წლის არის, თუ ჰყავს ოჯახი?

- 34 წლის არის, ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

- რას საქმიანობს?

- კერძო ბიზნესი აქვს. რა თქმა უნდა, ამ თემის გახსნა არაეთიკური იყო, მაგრამ ცუდი მუხლით აღიძრა საქმე, გირაოთი რომ გამოეშვათ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ გირაოც არ დააკმაყოფილეს... განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე