დაკავებული ”ფორუმელის” ოჯახი განცხადებას ავრცელებს

დაკავებული ”ფორუმელის” ოჯახი განცხადებას ავრცელებს

"თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის ოჯახი, რომელსაც ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, განცხადებას ავრცელებს.

ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სულხან წულაძემ "თბილისის ფორუმზე" "სახუმარო თემა" გახსნა. მათივე განცხადებით, დაკავებულის ოჯახი აცნობიერებს ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა, წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში სრულად შეუსაბამო, რადგან არ არსებობსიმის საფრთხე, რომ სულხან წულაძემ შესაძლოა ხელი შეუშალოს გამოძიების მიმდინარეობას, რადგან იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს.

სულხან წულაძის ოჯახი თხოვნით მიმართავს ყველა გულშემატკივარს, რომ შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ და განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს თან.

"მიმდინარე წლის 11 აპრილს, ინტერნეტ ფორუმის მომხმარებელმა სულხან წულაძემ (შპლიყვი) თბილისის ფორუმზე (წწწ.ფორუმ.გე) გახსნა "სახუმარო თემა", სადაც თითქოსდა ის ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ს ელჩზე. მეტი დამაჯერებლობისთვის მან გამოიყენა Gოოგლე Eარტჰ-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ის საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან "Hომელანდ", სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს ადეკვატური რეაგირება და სულხან წულაძე დააკავეს. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც, კერძოდ: სულხან წულაძის საცხოვრებელი სახლის და სამუშაო ადგილის ჩხრეკა, პერსონალური კომპიუტერების, მობილური ტელეფონების, ელექტრონული მეხსიერების მატარებლების, პერსონალური მონაცემების დამუშავება და ა.შ. მიმდინარე წლის 14 აპრილს სულხან წულაძეს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სულხან წულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობა დაასაბუთა სამხილების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების და პირის მიმალვის საშიშროების ალბათობის გამო. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება არის "თბილისის ფორუმზე" გახსნილი თემა, ხოლო სულხან წულაძე დაკავების მომენტიდან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან. სულხან წულაძის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები სრულად ვაცნობიერებთ მის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში სრულად შეუსაბამო. ასევე ჩვენთვის გასაგებია, რომ ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის საჭიროა გონივრული ვადა, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ინტერნეტ ტროლინგთან, თუმცა ვთვლით, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სულხან წულაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სულხანს და მის ოჯახს. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საკითხის პოლიტების საფრთხე და შესაძლოა გარკვეულმა პიროვნებებმა ან პიროვნებათა ჯგუფმა მომხდარი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს, უმორჩილესად ვთხოვთ თითოეულ ადამიანს, რომ ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ/განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს. თავის მხრივ, ოჯახი აქტიურად გადის კონსულტაციებს იურისტებთან და გარდა ამისა, მიმართავს კანონით დადგენილ ნებისმიერ საშუალებას, სულხან წულაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად", - ნათქვამია სულხან წულაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია