როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

როგორ დაიწყო 14 წლის ასაკში კახელმა ბიჭმა ღვინის ჩამოსხმა

მევენახეობისა და მეღვინეობისადმი ინტერესი მის მშობლიურ სოფელს უკავშირდება. სოფელი ტიბაანი უგემრიელესი ღვინით არის ცნობილი.

მისთვის ვაზი და ღვინო დიდ შრომასთან და ინტერესთან ასოცირდება. მეღვინეობა კი მისი ოჯახის ტრადიციაა. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ახალგაზრდა მეღვინე ჯემალ ხატიაშვილი სულ რაღაც 14 წლის იყო, როცა საოჯახო საქმიანობის ბიზნესად ქცევის იდეა დაებადა. როგორ მოხდა ჯემალ ხატიაშვილის ამ სფეროთი დაინტერესება და როგორ აპირებს მცირე ბიზნესის განვითარებას - "ბიზნესპრესნიუსი" ახალგაზრდა მეღვინეს ესაუბრა.

"მეღვინეობა და ღვინისადმი ინტერესი ოჯახურ ტრადიციას უკავშირდება. ჩვენი ვენახები სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ჩემი ოჯახის მჭიდრო კავშირმა ვაზთან და ღვინოსთან, ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2011 წელს 14 წლის ასაკში, საკუთარი ინიციატივით პირველად დავწურე ღვინო ჩემს მარანში და საკუთარი ტექნოლოგიით ვაძველებდი და ვუვლიდი. ღვინისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ამ საქმეში გამოცდილი და კომპეტენტური ახლოსაც კი არ გავიკარე. ღვინის ჩამოსხმის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, ინტერნეტში ვნახე სტიკერები და მეც გადავწყვიტე ღვინო ჩამომესხა. 4 წლის დაძველებით ჩამოვასხით ალადასტური ღვინო

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია