"არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა" - დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას ოჯახი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

"არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა" - დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას ოჯახი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ოჯახის წევრების განცხადებით, დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.

ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გოგონასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო| დუბაიში ქართველი გოგონას მკვლელობის დეტალებზე გარდაცვლილის დედა საუბრობს

,,ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გოგონას ასთმა აწუხებდა, სულ წამლით დადიოდა. მას არაბმა ხელი ჰკრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. მის მეგობარსაც თავს დაესხნენ. ის სავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. როცა მეგობარმა შემთხვევის დროს მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მეტი არაფერი არ ვიცით. გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. გუშინ შევიტანეთ განცხადება და ორშაბათს გვეტყვიან, როდის გადმოასვენებენ ცხედარს. ერთი წელია დუბაიში იყო. კლუბში მუშაობდა. ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს", -აცხადებს გარდაცვლილის დედა ჟურნალისტებთან საუბარში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია