"მარლბორო", "პარლამენტი", L&M, და "ჩესტერფილდი" კვლავ გაიყიდება

"მარლბორო", "პარლამენტი", L&M, და "ჩესტერფილდი" კვლავ გაიყიდება

სიგარეტის ჯიხურებში "ფილიპ მორისის" ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება. როგორც თამბაქოს ჯიხურის გამყიდველებმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ბაზარზე "ფილიპ მორისის" ბრენდის სიგარეტები უკვე დაბრუნდა და მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, დისტრიბუტორები ჯიხურებს მოამარაგებენ.

"სამშაბათი იყო მათი დისტრიბუციის დღე. სამაშაბათს გამოჩნდებიან ალბათ", - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა "მარლბორო", "პარლამენტი", L&M, "ჩესტერფილდი" და "ბონდ სტრიტ". ქართულ ბაზარზე ამ სიგარეტების რეალიზაცია რამდენიმე თვეა შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრიდან რამდენიმე დასახელების სიგარეტის გაყიდვის შეჩერება "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის დაპირისპირების გამო მოხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია