საქართველოში ყოველი მეცხრე მანქანა ჯართია

საქართველოში ყოველი მეცხრე მანქანა ჯართია

საქართველოს ავტოპარკის 11-12% გამოუსადეგარი ავტომობილებია. ეს ის მანქანებია, რომელიც მწყობრიდან გამოსულია და არ მოძრაობს. წესით, ყველა ასეთი მანქანა ჯართში უნდა იყრიდეს თავს ან მათთვის სპეციალური ადგილი არსებობდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ხალხს მათი მიტანა ჯართის პუნქტამდეც უჭირს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ტრანსპორტის ევაკუაციის შესაძლებლობაც არ არის.

ამიტომ მწყობრიდან გამოსული მანქანები დაყრილია ყველგან - ეზოებში, ქუჩებში თუ სახლის სიახლოვეს, სადაც ადგილის გამონახვა შეიძლება. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე პრობლემის მიზეზდ ჯართის დაბალ ფასს მიიჩნევს. მანქანის ჩაბარების ღირებულება ტრანსპორტირების ხარჯზე ნაკლებია, რის გამოც ხალხს გამოუსადეგარ ტრანსპორტის ჩაბარება არ უღირს.

"ჯართის პუნქტში მანქანის ჩაბარება, მინიმუმ 40-50 ლარი ჯდება. ეს თანხა ნაკლებია ჯართის ფასთან შედარებით და ხარჯს ყველა გაურბის. ამასწინათ წავაწყდი მსგავს პობლემას, ჯიპის ძარა უნდა გაგვეტანა ერთი ადგილიდან. ტრანსპორტირებაში 40 ლარი მომთხოვეს, ისიც ნაცნობობით, სინამდვილეში 50 ლარზე ნაკლები არ ჯდება. ამ თანხის გადახდა განსაკუთრებით ძნელია პატარა მანქანების მეპატრონეთათვის, რომელიც ცოტას იწონის.

თუ ადამიანი 5 ლარს ტრანსპორტირებაში დახარჯავს, შეიძლება ჯართში 20 ლარიც ვერ აიღოს. ამიტომ მას ურჩევნია, რომ გამოუსადეგარი ტრანსპორტი ეზოში იდგეს", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე. მისი თქმით, მანქანის ტრანსპორტირება ხალხს დედაქალაქშიც კი უჭირს, ხოლო რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან იქ კომუნიკაციის შესაძლებლობა ხალხს ნაკლებად აქვს  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია