მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 40 წელს ზევით ადამიანმა კვირაში მხოლოდ 40 საათი უნდა იმუშაოს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 40 წელს ზევით ადამიანმა კვირაში მხოლოდ 40 საათი უნდა იმუშაოს

მელბურნის ინსტიტუტის ეკონომიკის და სოციალური კვლევების დარგის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გადატვირთული სამუშაო კვირის და სტრესის არარსებობის პირობებში, ადამიანები გაცილებით პროდუქტიულები არიან.

გამოკვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების კოგნიტური შესაძლებლობები, ვინც 60 საათის მანძილზე მუშაობს კვირაში, გაცილებით დაბალია, ვიდრე მათი, ვინც არ მუშაობს. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა წაეკითხათ ტექსტი ხმამაღლა, გაემეორებინათ ციფრების თანმიმდევრობა ბოლოდან დასაწყისამდე და შეესრულებინათ მსგავსი დავალებები კონკრეტულ დროში.

”სამუშაო ერთდროულად ტვინის აქტივობას ახდენს და ამავდროულად ზედმეტი მუშაობით შესაძლოა, გადაღლილობა და სტრესი შეგვრჩეს ხელთ, რაც ნეგატიურად აისახება შემეცნებით შესაძლებლობებზე”, - ნათქვამია კვლევაში.

კეიოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის კოლინ მაკენზის თქმით, ზედმეტი მუშაობა ტვინს გაცილებით უფრო აზიანებებს, ვიდრე საერთოდ უმუშევრობა. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს დასკვნა მნიშვნელოვანია მრავალი ქვეყნისათვის, სადაც საპენსიო ასაკი მაღალია.

ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი გერაინტ ჯონსი ამბობს, რომ კვლევა მხოლოდ 40 წელზე უფროს ადამიანებს ეხება. აგრეთვე მისივე თქმით, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სხვა ასაკის დასაქმებულ ადამიანებს ეს დასკვნა არ ეხებათ.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია