დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში

დღის ფოტო: არჩევნები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები იმართება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

არჩევანი გააკეთა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამაც. მისი თქმით, "დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება - არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. ყველაზე მთავარია, ეს პროცედურა დამთავრდეს მშვიდ გარემოში, ობიექტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელძღვანელობით", - განაცხადა პაპავამ.

არჩევნების შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.

ფოტო: დავით ტეტელოშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია