"თენგოს არაკორექტული ლაპარაკი ცოტათი მაღიზიანებს" - რას საქმიანობს სინამდვილეში ხინკლის კუჭების "დამწყები ბიზნესმენი"

"თენგოს არაკორექტული ლაპარაკი ცოტათი მაღიზიანებს" - რას საქმიანობს სინამდვილეში ხინკლის კუჭების "დამწყები ბიზნესმენი"

ბილწსიტყვაობის მოყვარული ხაშურელი თენგო და ღორეშელი ბაქარი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ხინკლის კუჭების ბიზნესს დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. თენგოს როლის შემსრულებლის - 26 წლის მსახიობ შოთიკო ნოზაძის მიმართ, მისი გმირის არასახარბიელო ლექსიკის გამო, მაყურებელთა ნაწილი საყვედურს გამოთქვამს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ბაქარისა და თენგოს ეკრანული ტანდემი სერიალის გულშემატკივართა ხალისიან განწყობილებას უდაოდ იწვევს...

- "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის მენეჯერი დამიკავშირდა და მთხოვა, - სინჯზე მივსულიყავი. ტექსტი წინასწარ გამომიგზავნეს... თურმე, თენგოს როლისთვის კასტინგზე რამდენიმე ადამიანი ყოფილა. საღამოს მეც მივედი. ყველანი დაღლილები დამხვდნენ. პავილიონში შემიყვანეს, რეკვიზიტები მოამზადეს... გიორგი ლიფონავა გამესაუბრა. ჯვრისწერის მერე, საგურამოში სუფრის სცენა უნდა "გაგვევლო". ტექსტის თქმა რომ დავიწყე, ლიფონავამ გამაჩერა, თავის გვერდით მჯდომზე მიმითითა და მითხრა: - წარმოიდგინე, რომ ეს ბაქარია. როგორ გაიცნობო? ზუსტად ის ტექსტი ვთქვი, რაც შემდეგ - სერიალში: ბაქარი შენა ხარ, ძმა-მეთქი? ამ სიტყვების მერე, რეჟისორმა მითხრა: მორჩა, როლზე დამტკიცებული ხარო (იცინის)... ყველა პირდაღებული, გაოცებული ტაშს უკრავდა. თურმე, ლიფონავას როლისთვის ასე არავინ აუყვანია...

- თავიდანვე გარკვეული იყო, რომ თენგო ხაშურელი უნდა ყოფილიყო?

- კი, ტექსტი როცა გამომიგზავნეს, მითხრეს, რომ თენგო ხაშურელია.

- კილო ასე კარგად როგორ მოირგე, წარმოშობით საიდან ხარ?

- წარმოშობითაც ხაშურიდან ვარ, მაგრამ 4 წლიდან რუსთავში ვცხოვრობ, სკოლაც რუსთავში დავამთავრე. ხაშურში დასასვენებლად ჩავდიოდი ხოლმე, იქ მეგობრები მყავს. შესაბამისად, ვიმუშავე და ხაშურული კილოს მორგება არ გამჭირვებია.

- თენგო ბევრს იგინება. ეს შენი "დამსახურებაა" თუ სცენარისტების?

- ზოგჯერ სცენარისტების, ზოგჯერ - ჩემი: ტექსტში უცენზურო სიტყვები წერია, მე კი ხანდახან რაღაცას გამოვტოვებ ხოლმე... მოკლედ, ხან უცენზურო გამოთქმებს ვაკლებ, ხან - ვამატებ.

- შენი პერსონაჟი მოგწონს?

- მომწონს, რადგან მე ვთამაშობ. ისე, მისი ხასიათი, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, სიჯიუტე, უხეშობა, არაკორექტული ლაპარაკი ცოტათი მაღიზიანებს, მაგრამ ეს როლია და ყველამ უნდა გაიგოს. ყოფილა შემთხვევა, მაყურებლებს უთქვამთ, - ამდენი გინება რატომ არის? სინამდვილეშიც ასეთი ხარო? სინამდვილეში, თენგოსგან განვსხვავდები... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია