რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ

 რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება ტაქსის მძღოლებისთვის არჩევნების შემდეგ

არჩევნების შემდეგ თბილისში, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მესხიშვილი იმ სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც მერიასთან ერთად ტაქსების რეგულაციებზე მუშაობს.

"პირველ ეტაპზე იგეგმება ტაქსების რეგისტრაცია, რისთვისაც ტაქსის მძღოლებს არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევთ. ეს საჭიროა რათა ვიცოდეთ, რამდენი ტაქსი გადაადგილდება დედაქალაქში. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ალბათ, წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: "ტაქსი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს; სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა უნდა იყოს მოწესრიგებული; უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ტაქსის მძღოლს აქვს კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიგვიყვანოს; მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს შემოწმებული. ეს არის ძირითადი მონახაზი", - აღნიშნა დავით მესხიშვილმა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია