თბილისის აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა

თბილისის აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ 8 რეისი გაუქმდა. როგორც AMBEBI.GE-ს აეროპორტში განუცხადეს, არ შესრულდა "თურქიშ ეარლაინსის" რეისები, რაც თავად ავიაკომპანიის გადაწყვეტილება იყო.

იხილეთ ვიდეო

"უამინდობის გამო წუხელ რეისების შესრულების კუთხით გარკვეული შეფერხება გვქონდა. თავად ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსმა" მოითხოვა, რომ გადადებულიყო მათ მიერ დაგეგმილი ფრენები - კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო თურქეთიდან ჩვენთან 4 მოფრენა და შესაბამისად, 4 გაფრენა. საერთო ჯამში, 8 რეისი", - განაცხადეს აეროპორტში.

მათივე ინფორმაციით, გადადებული რეისები დღეს შესრულდება. ფრენების გადადების გამო, სტამბულიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია