ლარი არანორმალური სისწრაფით მყარდება

ლარი არანორმალური სისწრაფით მყარდება

ეროვნული ბანკი დოლარს გამალებით ყიდულობს, რადგან ლარის მკვეთრ გაძლიერებას უფრთხის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამის გამო ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარება რამდენიმე დღით გადაიდო. საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ვალი არ აქვს. მათი უმეტესობა კი სესხს დოლარში იხდის, ამიტომ ერთი სული აქვს, მწვანე ვალუტა როდის გაიაფდება. ამიტომაც მოსახლეობისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა გაუგებარია.

სებ-ი კურსის მკვეთრი რყევის შემსუბუქებას ცდილობს, რათა ბიზნესს ახალ რეალობასთან ადაპტირების შესაძლებლობა ჰქონდეს. 20 აპრილს ეროვნულმა ბანკმა - 10 მილიონი დოლარი, 21 აპრილს კი 20 მილიონი შეისყიდა. ორ დღეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს ერთბაშად 30 მილიონი დოლარი გამოაცალა. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,15-ის ფარგლებში იქნებოდა. მათი აზრით, ეკონომიკისთვის გამყარების ნელი, თანაბარზომიერი ტემპი უფრო მისაღებია.

20 აპრილს ბაზრიდან 10 მილიონი დოლარის ამოღების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების ტემპი მაინც ვერ შემცირდა. გუშინ "ბლუმბერგის" ელექტრონულ სისტემაში 1 დოლარის სავაჭრო ზღვარი 2,2150 ნიშნულამდე დაეცა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა ხელი კიდევ ერთხელ გამოიღო და ერთბაშად 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ერთი თვის განმავლობაში სებ-მა მიმოქცევიდან 55 მილიონი დოლარი ამოიღო.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,15-ის ფარგლებში იქნებოდა. "ვფიქრობ, ლარის გამყარების ტემპი ისედაც სწრაფია. ფაქტობრივად, თვე-ნახევარში ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ პოზიციები 27 პუნქტით გაიმყარა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მართებულია", - ამბობს კანდელაკი  წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია