ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა

ვინ არის 23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა

აშშ-ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 ახალგაზრდა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულებს შორისაა 23 წლის ნინო ნანიტაშვილი - საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელი. ნინო პირველი ქართველია, რომელმაც აფხაზი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული თამაშები შექმნა.

იხილეთ ვიდეო

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო და გთავაზობთ მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს:

"ნინო, ეს ჯილდო გადმოგეცემა იმ ძალისხმევისთვის, რაც შენს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწიე, ამ საქმეში ტექნოლოგიების და შენი უნარების გამოყენებისთვის და 400-მდე ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ!" - ევან რაიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ჯილდო წელს 10 ახალგაზრდას გადასცა. ათივე გამარჯვებული მის ირგვლივ სოციალური ცვლილებების მიღწევას ინოვაციური გზებით ცდილობს. ახალგაზრდებს ჯილდო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სტენგელმა გადასცა.

"ლიდერობა იშვიათობაა. ლიდერობა ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, მისთვის ჯილდოს არ მიიღებდით. ამ ჯილდოს გადაცემით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ახალგაზრდები არაჩვეულებრივები არიან. აბრაამ ლინკოლნმა ერთხელ თქვა - მორალური გამბედაობა ბევრად მეტია, ვიდრე ფიზიკური გამბედაობა. სწორედ მორალური გამბედაობაა საჭირო ლიდერობისთვის. ამ ჯილდოთი თქვენს გამბედაობას და მიღწევებს წავახალისებთ" - რიჩარდ სტენგელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

გამბედაობასთან ერთად ის, რაც გამარჯვებულებს აკავშირებს - მათ ქვეყნებში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწეული ძალისხმევაა, ამბობს ევან რაიანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: "მათ დადებითი გავლენა აქვთ მათ ირგვლივ არსებულ გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი საქმიანობა აღნიშვნის ღირსია, რადგან ახალგაზრდებს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა, როცა საქმე მათ თემს თუ ქვეყანას ეხება. მოხარულები ვართ, რომ ამ ცერემონიაზე მათი საქმიანობის წარმოჩენა შევძელით. ძალიან ვამაყობთ ნინოთი და მისი საქმიანობით. მიგვაჩნია, რომ მისმა შრომამ ნამდვილად გამოიღო დადებითი შედეგი საქართველოში."

ნინო ნანიტაშვილი პროფესიით სოციოლოგია. ადამიანებთან დასაკავშირებლად, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაშორებულ თანატოლებთან დასაახლოებლად ყველაზე ხშირად ის ტექნოლოგიებს მიმართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშია: "პირველ რიგში დავამტკიცეთ, რომ ისინი არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულები, მათ აკავშირებთ საერთო ინტერესები. რეალურად დავარღვიეთ სტერეოტიპი, რომ ისინი განსხვავებულები არიან. ვაჩვენეთ, რომ სასიამოვნოა ინტერაქცია მაშინ, როცა არ საუბრობ პოლიტიკაზე და კონფლიქტზე და უბრალოდ ცდილობ კავშირების დამყარებას და ერთმანეთის გაცნობას, ეს ხალხთა შორის დიალოგის ნაწილი გახდა" - ამბობს ნინო.

სწორედ მშვიდობის მშენებლობაში ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებისთვის მიანიჭა ნინოს ახალგაზრდა ლიდერის ჯილდო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა:

"არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ხვდები, რომ შენს გაკეთებულ საქმეს აფასებს ამერიკის მთავრობა. მე ვარ უბრალოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩემთვის ეს არის კიდევ უფრო დიდი ბიძგი, რომ უფრო მეტი გავაკეთო. დიდი ბედნიერებაა, რომ შემიძლია საქართველო წარმოვადგინო ასეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე", - დასძენს ახალგაზრდა ქართველი ლიდერი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია