1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა.
იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა.
ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა.
საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ.
1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით
მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. განაგრძეთ კითხვა