რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეამოწმებენ.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ საწვავის ხარისხი უნდა შემოწმდეს და ამბობენ, რომ აღნიშნული დადგენილება მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო. კოლეგების აზრს ეთანხმება კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე:

საქართველოში მოქმედებს პარამეტრები, რომელსაც შემოტანილი საწვავის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ისე მოხდა, რომ საწვავის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, მერე უკვე საჯარიმო სანქციები გატარდება. საბოლოო ჯამში ეს დადებითი მომენტია, რადგან მომხმარებელმა მანქანის ავზში ხარისხიანი საწვავი უნდა ჩაასხას. ჩემი აზრით, კონტროლი ამ სფეროში საჭიროა, რადგან ქვეყანაში არსებობს პატარა ქარხნები და საწარმოები, რომლებიც ისევე ვალდებულნი არიან ნორმები დაიცვან, როგორც მსხვილმა კომპანიებმა. თუ კონტროლი დაწესდება, დარღვევაც დროზე აღმოჩნდება, ეს კი, საუკეთესო გზაა ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარიაც მიიჩნევს, რომ ნავთობკომპანიებმა ამ ნორმების შესახებ იციან და თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ნორმები დარღვეულია, დამრღვევმა პასუხიც უნდა აგოს: განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია