როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ

როგორ ვაქციოთ ყვავილი ოქროდ

მრავალი ქვეყნისთვის ყვავილების ინდუსტრიას უზარმაზარი მოგება მოაქვს. მსოფლიოში ყვავილების ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან აშშ, ჰოლანდია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი...

ბოლო წლებში მათ კენია და ეთიოპია შეუერთდნენ, - 2005 წლიდან ეთიოპია, ჰოლანდიის შემდეგ, მეორე ქვეყანაა ვარდების წარმოებით.

ჩვენთან რომელი ყვავილი შეიძლება იქცეს ამგვარი მოგების მომტანად, რომელ ქართულ ყვავილზეა მოთხოვნა­ უცხოეთში?

შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ თეთრყვავილამ და ყოჩივარდამ ევროპაში ფურორი მოახდინეს. ორივე ველური ფლორის წარმომადგენელია. უცხოეთში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ამ ყვავილების ბოლქვებზე. მათი უცხოეთში გატანა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით - რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. თეთრყვავილას ბოლქვებით ანდა ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიისთვის აუქციონი მოეწყობა. ეს ნიშნავს, რომ ამ ყვავილების ბოლქვების ექსპორტი აღდგება.

რას გულისხმობს ეს პროცესი და რისი გათვალისწინებაა საჭირო ჩვენი ქვეყნიდან მცენარეთა ექსპორტირებისას, გვესაუბრება მკვლევარი, აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნანა გოგინაშვილი:

- წლების განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე მოძიებული ამ ყვავილების ბოლქვების გატანა უცხოეთში მასშტაბურად იზრდებოდა. დეკორატიული მცენა­რეების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ამ მშვენიერი ყვავილების პოპულარობას ჩრდილი ვერ მიაყენა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია