როგორია ვნების შვიდეულში სამების ტაძარში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი

 როგორია ვნების შვიდეულში სამების ტაძარში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან მრევლს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ იქადაგა.

ამასთან, პატრიარქმა მრევლს სამების ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო. უწმინდესის თქმით, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირული წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.

შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება. 1-ელ მაისს კი მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ასევე წაიკითხეთ: "სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია