დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში

დღის ფოტო: ბზობის დღესასწაული სამების ტაძარში

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყო.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

1550 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები საქართველოში

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება