მონოპოლიები საქართველოში - ვინ აწესებს ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე

მონოპოლიები საქართველოში - ვინ აწესებს ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე

ბაზარზე არსებული დომინანტი პოზიციების შედეგები, კონკურენციის დაბალი ხარისხი და პროდუქციასა თუ მომსახურებაზე არსებული არაადეკვატურად მაღალი ფასები, წლებია მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

კავშირგაბმულობაზე, წყალმომარაგებაზე, ფარმაცევტულ ბაზარზე, ნავთობპროდუქტებსა თუ გაზმომარაგებაზე საქართველოში მონოპოლიური ფასებია.

სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ერთი მწარმოებელი და ბევრი მომხმარებელია, ცხადია, ამ უკანასკნელზე უარყოფითად აისახება.

კომპანიებს შორის არსებულ კარტელურ გარიგებებსა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესოპერატორების ლობირებაზე ექსპერტები ხშირად აპელირებენ. ქართული მონოპოლიები და ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობის ტემპი allnews-მა სწორედ მათთან ერთად მიმოიხილა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე: ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციაა ფასწარმოქმნის კვლევა. მან არ უნდა დაუშვას მონოპოლიური ფასები და კარტელური გარიგებები სამომხმარებლო ბაზარზე. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს აღნიშნული სტრუქტურა, მაგრამ საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია მიჩენს იმის თქმის საფუძველს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მუშაობა არაეფექტურია. "

ექსპერტის აზრით, საქართველოში საქონლისა და მომსახურების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მონოპოლიური და კარტელური ფასებით არის წარმოდგენილი. მისი თქმით, აბსოლუტურად გაუმჭირვალეა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების წარმოშობა და შემადგენლობა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია