ქართველი ცოლ-ქმრის აშენებული უნიკალური ბიოსახლი, რომელიც 400 წელიწადს გაუძლებს

ქართველი ცოლ-ქმრის აშენებული უნიკალური ბიოსახლი, რომელიც 400 წელიწადს გაუძლებს

ხში­რად გვეს­მის ევ­რო­პე­ლი თუ ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ვე­ბენ კა­რი­ე­რას, გა­მარ­თულ სახლ-კარს და მთლი­ა­ნად ცვლი­ან თავიანთ ცხოვ­რე­ბას - ან ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, ან კი­დევ სად­მე სოფ­ლად სახ­ლ­დე­ბი­ან და სა­კუ­თარ სამ­ყა­როს იქ­მ­ნი­ან. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნი, აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რი­თა და ცხოვ­რე­ბით, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით თბი­ლი­სი­დან სო­ფელ­ში გა­და­სახლდეს და ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­იწყოს, მე პი­რა­დად, ძა­ლი­ან ცო­ტა მახ­სენ­დე­ბა... ესეც ერთ-ერ­თი ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხია. მათ შე­სა­ხებ ალ­ბათ უკ­ვე გა­გი­გო­ნი­ათ, თუმ­ცა ვეც­დე­ბით, უფ­რო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ და უფ­რო უკეთ ჩავ­ხ­ვ­დეთ დე­და­ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში მა­თი გა­და­სახ­ლე­ბის რე­ა­ლურ და საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­დავ მი­ზე­ზებს.

და­ვით ჩა­ჩა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, ბევ­რის­თ­ვის კარგად ცნო­ბი­ლი, ნი­ჭი­ე­რი და გა­მოც­დი­ლი სპეციალისტია. მი­სი მე­უღ­ლე, თი­ნა სა­მა­დაშ­ვი­ლი კი არ­ქი­ტექ­ტო­რი. მათ სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ სო­ფელ­შიც შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა და და­ამ­ტ­კი­ცეს ისიც, რომ რო­ცა რა­ღა­ცის ძა­ლი­ან გჯე­რა და რო­ცა რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ.

თი­ნა სა­მა­დაშ­ვი­ლი:

- სო­ფე­ლი არცერთს არ გვქონ­და და ვფიქ­რობ­დით, სად შეგ­ვე­ძი­ნა მი­წა. ბევ­რი სი­ა­რუ­ლი­სა და ძებ­ნის შემ­დეგ მი­ვა­დე­ქით კა­ხეთს, კერ­ძოდ, ბა­კურ­ცი­ხეს, სა­ი­და­ნაც ჩე­მი ფეს­ვე­ბიც მომ­დი­ნა­რე­ობს. ვიყიდეთ მი­წა და სახ­ლის აშე­ნე­ბაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.

სა­მი წე­ლი დავ­დი­ო­დით და აქა­უ­რო­ბას ვსწავ­ლობ­დით, სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რად რომ გან­გ­ვე­საზღ­ვ­რა. მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაც გვინ­დო­და. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მცე­ნა­რე­ე­ბი რო­გორ ხა­რობ­და ან აქა­ურ სახ­ლებს სამ­ხ­რე­თის კე­დე­ლი რა­ტომ ჰქონ­და ყრუ, უფან­ჯ­რო. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზეც მი­ვი­ღეთ: ქა­რი სამ­ხ­რე­თი­დან უბე­რავს და წვი­მაც იქი­დან მო­დის.

ნაკ­ვე­თი შე­ვი­ძი­ნეთ და შარ­შან ზაფხულს მშე­ნებ­ლო­ბა და­ვიწყეთ. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად ავ­ტო­ნო­მი­უ­რე­ბი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვით, წყა­ლი და დე­ნიც ჩვე­ნით მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, ნამ­ჯის სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე შევ­თან­ხ­მ­დით.

- რა­ტომ? და რა არის ნამ­ჯის სახ­ლის პრი­ო­რი­ტე­ტი?

- ჯერ ერ­თი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა, მე­ორე - მის ასა­შე­ნებ­ლად კირს იყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც 70 წლის შემ­დეგ ქვად იქ­ცე­ვა, ცე­მენ­ტი კი იფ­შ­ვ­ნე­ბა. უწინ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ნა­ტუ­რა­ლურს მო­იხ­მარ­და. ამ სახ­ლის ხიბ­ლი ის არის, რომ მი­სი კედ­ლე­ბი სუნ­თ­ქავს, არ ემუქ­რე­ბა სო­კო­ვა­ნი ნაჟ­ღენ­თე­ბი, არ დალ­პე­ბა და ცეცხ­ლი არ მო­ე­კი­დე­ბა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია