სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის

სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება არ დასრულებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა ილიამ განუცხადა, ხელოვნურად იყო თუ არა პროვოცირებული ხანძარი სამებაში, მისთვის უცნობია. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება არ დასრულებულა და შესაბამისად, არც გამოძიების დასკვნას არ გაცნობია.

"სანამ არ დასრულდება გამოძიება, ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. გამოძიების დასრულების შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა მამა ილიამ. ამასთან, როგორც სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხანძრის დროს სამართალდამცავებმა ის და კიდევ ერთი სასულიერო პირი დაკითხეს, როგორც თვითმხილველები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეხანძრეებს ეხმარებოდნენ. ასევე დაიკითხა იქ მყოფი სხვა პირებიც.

"გვკითხეს, რომელ საათზე შენიშნეთ ცეცხლი და როდის მოვიდა სახანძრო - ეს იყო დაკითხვის მთელი შინაარსი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ხანძარი. ექსპერტიზას დასკვნა ჯერ არ დაუდვია", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

ხანძარი სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში 20 მარტს გაჩნდა, რის შედეგადაც 1200 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, 20 ათასი კვ. მეტრი კი დაზიანდა. ხანძრის მიზეზად ელექტროსადენები დასახელდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია