"შენი დედა***, შე არაკაცო!" - მერიასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ლექვინაძეს შესასვლელი გინებით გადაუკეტეს

"შენი დედა***, შე არაკაცო!" - მერიასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ლექვინაძეს შესასვლელი გინებით გადაუკეტეს

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეეცადნენ, რომ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მერიის საპარკინგო ტერიტორიაზე არ შეეშვათ.

მერიის ტერიტორიაზე ირაკლი ლექვინაძე ავტომობილით შევიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ლექვინაძე შეძახილებით გააცილეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მერიის იმ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც პარკინგი მდებარეობს. პოლიციამ აღნიშნულ შესასვლელთან კორიდორი გააკეთა.

მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაა დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია